პოლიტიკა
სამართლიანობა ან სიკვდილი! ანუ როგორ გადააქციეს „ნაცებმა“ ტრაგედია კომედიად

     საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ან სიმართლეს მივაღწევ, ან მოვკვდები, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხესთან დაკავშირებით შეკითხვის პასუხად განუცხადა.

სიმართლე გითხრათ, მე ექვსი თვეა, მზად ვარ მაგისთვის. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი შვილის სულს და სიწმინდეს ყოველთვის დავიცავ. უნდა მომკლან და რაც უნდათ, ის ქნან, ან სიმართლეს მივაღწევ, ან მოვკვდები“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებები შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მზად არის, უპირობოდ შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამას ზაზა სარალიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრი დღეს უკვე შეხვდა ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას დავით დადუნაშვილს. შეხვედრას დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატი და სახალხო დამცველიც დაესწრნენ.

გიორგი გახარიამ დავით დადუნაშვილს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველს და დადუნაშვილის ოჯახს გამოძიების პროცესში არსებულ სიახლეებს სისტემატურად გააცნობს.

საქინფორმი: სინამდვილეში, თუკი ზაზა სარალიძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მხოლოდ მისი თანაპარტიელების - „ნაციონალებისგან“, რომლებიც ყველაფერზე წავლენ, რათა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ და სააკაშვილის მეთაურობით ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.