პუბლიკაციები
საქინფორმი: „ვარდების რევოლუციის“ მეორე მცდელობა - გაკვეთილები ხელისუფლებისთვის

     საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში მეორე „ვარდების რევოლუცია“, რომლის აუცილებლობაზე სულ ლაპარაკობდა სააკაშვილი, შედგა. და ნურავის შეიყვანს შეცდომაში, რომ ის ჩავარდა, ანდა რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან მომიტინგეების მცირერიცხოვნობა - პირველი „ვარდების რევოლუციის“ დროსაც 2003 წლის ნოემბერში ისინი ამდენივე იყვნენ, მაგრამ მათ საქართველოში აშშ-ის საელჩოს, პირადად ელჩ რიჩარდ მაილსის მხარდაჭერა მიიღეს. დღეს აშშ ჯერჯერობით დუმს...

მილიარდერმა და ფილანტროპმა ბიძინა ივანიშვილმა ხავერდოვნად - უსისხლოდ და არჩევნების გზით - აიღო ძალაუფლება 2012 წელს, მაგრამ ვერ შეძლო ქართველი ხალხის ინტერესებში მისი გამოყენება ისე, რომ ამავე დროს აშშ-ის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ შეუთავსებელია. მაგრამ ასევე ხავერდოვნად ხელისუფლების დაბრუნება მიშა სააკაშვილს და მის ექსმმართველ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუვათ - საქართველოში სისხლის მდინარეები დაიღვრება, მაგრამ მოქალაქეები ჯალათების სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას არ დაუშვებენ. ამისი მკაფიო მოწმობაა, რომ დღეს ალტერნატიული, „ნაციონალებისა“ და მათი მარიონეტების მიერ არაკონტროლირებადი აქციები ორი მოწაფის მკვლელობის ობიექტურად გამოძიების მხარდასაჭერად პარლამენტთან კი არ იმართება, არამედ თბილისის სხვადასხვა რაიონში, პარკებში და 51-ე სკოლასთან სადაც მოკლულები სწავლობდნენ, აგრეთვე ცალკე - საქართველოს რაიონებში.

„სისტემა უნდა დაინგრეს!“ - „ვარდების რევოლუცია 2“-ის სლოგანი, რომელიც სააკაშვილმა გამოიგონა და გამოაგზავნა, ხოლო დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს მმართველი პარტიისა, რომელიც აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებას აკომპლექტებს და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება. ამიტომ რამე რომ მოხდეს, ბიძინა ივანიშვილს აღარ გამოუვა, მთელი დანაშაული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს და მინისტრებს გადააბრალოს, თვითონ კი ჩრდილში დარჩეს, როგორც არამონაწილე - არა თანამდებობის პირი, და ამავე დროს საქართველოს მთელ მოსახლეობაში თავისი ურყევი ავტორიტეტის იმედად იყოს. მითუმეტეს, რომ ისეთ რესურსს, როგორიცაა ურყევი ავტორიტეტი მთელ მოსახლეობაში, ივანიშვილი აღარ ფლობს, საქართველოში ქველმოქმედებაზე დახარჯული 2 მილიარდ დოლარზე მეტის და სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისგან ქვეყნის ხსნის მიუხედავად.

ხელისუფლება ვალდებულია, თავისი ხალხი დაიცვას ბანდფორმირებებისგან, ტერორისტებისა და დივერსანტებისგან, რასაც წარმოადგენს სააკაშვილის დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელმაც ღრმად შეუშვა საცეცები საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ყველა სტრუქტურაში! თუ ხელისუფლებას არ სურს ან არ შეუძლია თავისი მთავარი ფუნქციის შესრულება, ის მართლაც უნდა გადადგეს!

საკმარისია, ითქვას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ახალი ხელისუფლების მოსვლიდან 2 წლის განმავლობაში კოტე კუბლაშვილი რჩებოდა, რომლის დროსაც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 0,01%-ს უტოლდებოდა, ხოლო პატიმრების რიცხვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა. გასულ კვირამდე კი საქართველოს მთავარი პროკურორი იყო ირაკლი შოთაძე, რომელსაც სააკაშვილის მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში პროკურატურაში მაღალი თანამდებობები ეკავა. დღეს დევნილთა საქმეების მინისტრია სოზარ სუბარი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის დროს საქართველოს ომბუდსმენი იყო და მის ყველა დანაშაულს ფარავდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის მერე კი სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა, რომელმაც გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშნა სწორედ ის პროკურორი მირზა სუბელიანი, რომელიც ციხეებში ბევრ საშინელ დანაშაულშია გარეული, დღეს კი მოზარდების ჯგუფური მკვლელობის საქმე გააყალბა, რომელშიც მისი ცოლის დისშვილი მონაწილეობდა!

დაპირებების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ გაუხსნია სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი არცერთი რეზონანსული დანაშაული (ჟვანია, შარაძე და სხვ.), მათ ახალი გაუხსნელი დანაშაულები დაემატა (კიწმარიშვილი და სხვ.), კრიმინოგენული სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ამასთან, ყველა დამნაშავე დიდი ხანია, ცნობილია, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებებით და აშშ-ის ელჩების მითითებით საქმეების დახურვა საქართველოში მანკიერ ტრადიციად იქცა.

უფრო დიდი შეცდომა იყო 2016 წლის პარლამენტის, აგრეთვე ომბუდსმენის და მთავარი აუდიტორის აპარატების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტება დასავლური დიპლომების მქონე „ახალი“ სახეებით, „ენჯეოშნიკებით“ და „პორტირებული“ ნაციონალებით. არეულ-დარეულობა ხელისუფლებაში, კონფლიქტი დაშლილ კოალიციაში, ხოლო შემდეგ - მმართველ პარტიაშიც უარყოფითად აისახა ეკონომიკაზე. არადა, დასავლური დემოკრატიის ფრაგმენტულად, ეკონომიკისგან მოწყვეტით აშენება შეუძლებელია. უმუშევარი მოსახლეობის დახრჩობა დასავლური რეგულაციებით და გაძვირებული აქციზებით, ტექდათვალიერებებით და ჯარიმებით ძნელი არ არის, აი, თუნდაც საცხოვრებელი მინიმუმის გამომუშავების შესაძლებლობით მოქალაქეების უზრუნველყოფა კი გაცილებით რთულია, ამიტომაც ხელისუფლებამ ეს შემდეგისთვის გადადო...

ამგვარ ვითარებაში საუკეთესო კადრები - ისეთები, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - იძულებული გახდნენ, ხელისუფლება დაეტოვებინათ, იგივე ემუქრება მმართველი პარტიის დღეისათვის ერთადერთ პერსპექტიულ წარმომადგენელს - თბილისის მერ კახი კალაძეს.

საქინფორმი
(გაგრძელება იქნება)