სამართალი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ლიეტუვასა და რუმინეთში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო ციხეები ნამდვილად ფუნქციონირებდა

     საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის საიდუმლო ციხეების არსებობით ლიეტუვამ და რუმინეთმა წამებასთან დაკაშირებული ევროპული აკრძალვა დაარღვიეს - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ანგარიშშია ნათქვამი.

მოხსენების თანახმად, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო ციხეები რუმინეთში 2003-2005 წლებში, ლიეტუვაში კი 2005-2006 წლებში ფუნქციონირებდა. აღნიშნული ქვეყნების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაკავებულმა ადამიანებმა აბუ ზუბაიდამ და აბდ ალ-რაჰიმ ალ-ნაშირიმ იჩივლეს.

სასამართლო ამბობს, რომ ორივე დაკავებული სისტემატურად ჰყავდათ თვალახვეული, ფეხებზე ბორკილებით და მათზე ზემოქმედებისთვის მუდმივად იყენებდნენ ხმაურს და სინათლეს. ანგარიშის თანახმად, ლიეტუვამ და რუმინეთმა დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი, რომელიც კრძალავს წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.