აქტუალური
IRI: დანაშაულთან დაკავშირებით სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა - 73%, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის - 67%

     საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ კორუფციის თვალსაზრისით ბოლო 2 წლის განმავლობაში ვითარება გაუარესდა, მდგომარეობას გაუმჯობესებულად მხოლოდ 5% მიიჩნევს. დანაშავეობასთან დაკავშირებით რესპონდენტთა უმრავლესობა - 73% მიიჩნევს, რომ სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა.

IRI-ს კითხვაზე - რა მიმართულებით მიდის ქვეყანა? - გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. რესპონდენტთა მხოლოდ 22%-ის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. პასუხი ამ კითხვაზე არ აქვს გამოკითხულთა 11%-ს.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხა. IRI-ს კითხვებს მოსახლეობამ 2018 წლის 10-დან 22 აპრილამდე უპასუხა.