აქტუალური
საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შეკითხვაზე - რა არის მთავარი პრობლემები, რომელთა წინაშეც ამჟამად საქართველო დგას? - გამოკითხულთა 40% პასუხად უმუშევრობას ასახელებს, მეორე ადგილზეა ეკონომიკა - 23%. რესპონდენტთა 10%-ისთვის კი მთავარი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობის საკითხია. გამოკითხულთა 3% ქვეყნის მთავარ გამოწვევად სოციალურ პრობლემებს მიიჩნევს, 2% კი დანაშაულს ასახელებს.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოჰკითხა. IRI-ს კითხვებს მოსახლეობამ 2018 წლის 10-დან 22 აპრილამდე უპასუხა.