აქტუალური
IRI: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია - 84%, ქართული არმია - 83%

     საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში პოლიტიკური რეიტინგები გამოაქვეყნა. შეკითხვაზე - როგორია თქვენი შეხედულება ჩამოთვლილი ინსტიტუციების მუშაობაზე? - პასუხად გამოკითხულთა 84% დადებითად აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მუშაობას, 83% - ქართული არმიის საქმიანობას, მედიას - 68%, პოლიციას - 50%, განათლების სისტემას - 49%, ადგილობრივ თვითმმართველობას - 43%. პრეზიდენტის ადმინისტრაცის - 43%, ცესკო-ს - 36%. თანაბარი მაჩვენებელი აქვთ პრემიერის ადმინისტრაცის, მინისტრთა კაბინეტსა და პარლამენტს - 34%.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხა. IRI-ს კითხვებს მოსახლეობამ 2018 წლის 10-დან 22 აპრილამდე უპასუხა.