საზოგადოება
IRI: „ქართული ოცნება“ – 27%, „ნაცმოძრაობა“ – 17%

     საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27 პროცენტი ხმას პარტია „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

კითხვაზე – „რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტადებოდეს და შემდეგი პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ“ – შემდეგი პასუხები იქნა მიღებული:
„ქართული ოცნება“ – 27%
„ნაციონალური მოძრაობა“ – 17%
„ევროპული საქართველო“
– 7%
ლეიბორისტულ პარტია - 5%
„პატრიოტთა ალიანს – 4%
„დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველო“ – 3%
„ახალი საქართველო“ -1%
„თავისუფალი დემოკრატები“ – 1%
„გირჩი“
– 1%

ამასთან, ჩამოთვლილთაგან არცერთ პარტიას ხმას არ მისცემდა გამოკითხულთა 19%; 14 პროცენტმა კი – არ იცის/პასუხი არ აქვს.

IRI- კვლევის ფარგლებში 2018 წლის 10-დან 22 აპრილამდე გამოიკითხა საქართველოს 1,5 ათასი მცხოვრები (18 წელს ზევით). ცდომილებაა დაახლოებით 2,5%.