სამართალი
სამმაგი მკვლელობა ხობის მუნიციპალიტეტში – დეტალები შემთხვევის ადგილიდან

     საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. სამი მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი აღმოაჩინეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ფარცვანიების ოჯახში — იტყობინება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

დაღუპულები — გოგიტა ფარცვანია, დათა ბუკია და ენუქი კონჯარია მაღაზიიდან შინ დაბრუნებულმა გოგიტა ფარცვანიას დედამ ნახა.

სააგენტოს კორესპონდენტს გარდაცვლილთა მეზობლებმა უთხრეს, რომ ფარცვანია და ბუკია მეზობლები იყვნენ, ხოლო კონჯარია - ხელოსანი, რომელიც ფარცვანიების სახლში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. დაღუპულებს ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული ჭრილობები თავის და ზურგის არეში, იმ დროს, როცა ისინი სუფრასთან სადილობდნენ.

ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღიც, რომელიც ერთ-ერთ დაღუპულს ეკუთვნოდა.

ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.