პოლიტიკა
როდესაც სირია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ აცხადებდა, საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატებს უმაღლესი ორდენებით აჯილდოებდა „საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისათვის“

     საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. სწორედ იმ წუთებში, როდესაც სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ორი ქართველი დიპლომატი - ირაკლი მენაღარიშვილი და თედო ჯაფარიძე - ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.

ცნობისთვის: ამჟამად მენაღარიშვილი სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია, ხოლო ჯაფარიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მრჩეველი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ჩვენ აღვნიშნავთ ორი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწის ღვაწლს. ადამიანებისა, რომელთა მუშაობაც და მოღვაწეობაც დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ეპოქასთან, არამარტო საქართველოს ისტორიაში, არამედ გლობალურად, მსოფლიო ისტორიის კონტექსტში. 30 წელიწადში უაღრესად სწორად განისაზღვრა საქართველოს როლი და ფუნქცია როგორც გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ასევე იმ საერთაშორისო გზავნილში, რომელსაც საქართველო თავის თავს, რეგიონს და მსოფლიოს უგზავნიდა. დღეს, როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენს საერთაშორისო წარმატებაზე, აი, ეს უაღრესად სწორად დანახული ქვეყანა, რეგიონი, ფუნქცია, მისია, — სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდამინდა, ჩემი და ჩვენი სახელმწიფოს სახელით მადლობა გითხრათ მოღვაწეობისთვის და შესაბამისად გამოვყო თქვენი ღვაწლი წარმატებული საქმიანობის თვალსაზრისით“, - განაცხადა, კერძოდ, მარგველაშვილმა და საქინფორმი აქ ვერაფერს დაამატებს, მხოლოდ „no comment“…

 


საქინფორმი