ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა - 3-დან 6 წლამდე, ხოლო ტარება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
სამართალი
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა - 3-დან 6 წლამდე, ხოლო ტარება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

     საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის სანქციები მკაცრდება. შესაბამისი ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარუდგინა.

მკაცრდება სანქციები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის. ტარება არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც მკაცრად დაისჯება თავისუფლების აღკვეთით და ასევე, აქამდე არსებული რედაქციისგან განსხვავებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და შენახვაც გახდება მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც საკმაოდ მკაცრად დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

მისი განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა - 3-დან 6 წლამდე, ხოლო ტარება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ცვლილებების შემუშავების აუცილებლობა დანაშაულის სიხშირიდან გამომდინარე დადგა.

საკმაოდ გახშირებულია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტები და ამ იარაღის გამოყენებით ცალკეული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, ჩვენ აღნიშნული წინადადება დავაყენეთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.