აქტუალური
სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანაზე ამერიკის ან საქართველოს გაუგებარი სურვილის გამო ლაპარაკიც არ შეიძლება - ანატოლი ბიბილოვი

     საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტის“ ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტის შეკითხვაზე - აშშ რუსეთს მოუწოდებს, სამხრეთ ოსეთიდან ჯარები გამოიყვანოს. განიხილება თუ არა ასეთი ვარიანტი პრინციპში? არის თუ არა მზად რესპუბლიკა, დამოუკიდებლად უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება? - ბიბილოვმა, კერძოდ, უპასუხა:

„შეთანხმებები, რომლებიც რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებობს, მთლიანად ხელს უწყობს იმას, რომ სამხრეთ ოსეთი უზრუნველყოფილი იყოს სწორედ უსაფრთხოების კუთხით. დღესდღეობით რუსეთი რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტია. არავითარ ჯარების გაყვანაზე ან ამერიკის თუ საქართველოს სხვა გაუგებარ სურვილებზე ლაპარაკიც არ შეიძლება. აშშ-ის მოწოდებები ახალი არ არის, ისინი, ფაქტობრივად, ყოველწლიურად მეორდება, მაგრამ შეთანხმებებში, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებობს, ნათქვამია, რომ უსაფრთხოებას სამხრეთ ოსეთში რუსეთი უზრუნველყოფს. ამ გზიდან გადახვევა შეუძლებელია“.