აქტუალური
საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები გულწრფელი არ არის - ანატოლი ბიბილოვი

     საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტის“ ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტის შეკითხვაზე - ამასწინათ საქართველოში მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგის განახლების იმედი აქვს. იქნებ ეს ტრანზიტის პროექტის რეალიზაციისთვის ერთგვარი ბიძგი გახდეს? - ბიბილოვმა, კერძოდ, უპასუხა:

„ასეთი დათბობები, სამწუხაროდ, აბსოლუტურად არ უკავშირდება საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციის მიმართ. ეს რომ გულწრფელი იყოს, დღევანდელ დღეს ქართული არმიის გაძლიერებას არ დავინახავდით. ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ აშშ 100 მილიონ დოლარს გამოყოფს ქართული ჯარის აღჭურვასა და მომზადებაზე. ეს გვეუბნება, რომ სიტყვები ოდნავაც არ ასახავენ საქართველოს ხელმძღვანელობის პოზიციას და ნამდვილ დამოკიდებულებას რუსეთის ან სამხრეთ ოსეთის მიმართ. ეს ყველაფერი - ლაპარაკია, დემაგოგია, რომელსაც პრაქტიკულ ნაბიჯებთან საერთო არაფერი აქვს“.