აქტუალური
დრო მკურნალია. იმედი მაქვს, რომ სამხრეთ ოსეთელების საქართველოში არდაბრუნების გაგება პოლიტიკოსებისთვის საქართველოში აბსოლუტურად აშკარაა - ანატოლი ბიბილოვი

     საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტის“ ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტის შეკითხვაზე - თქვენი შეფასებით, როდის ამუშავდება ტვირთების ტრანზიტი სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთიდან საქართველოში? რა ეღობება წინ მის დაწყებას? - ბიბილოვმა, კერძოდ, უპასუხა:

„ის, შესაძლოა, ნებისმიერ დროს ამუშავდეს. არა მგონია, სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაბრკოლებები შეიქმნას. შებრკოლების ლოდი გახლავთ საქართველოს პოზიცია ნებისმიერ საკითხზე - პოლიტიკური იქნება თუ ეკოლოგიური. წინააღმდეგობა - თუმცა ის ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია - საქართველოს მხრიდან არსებობს. რა თქმა უნდა, ეს იმას უკავშირდება, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოსგან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. სამხრეთ ოსეთს სურს კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება, რაზეც, სამწუხაროდ, ჩვენი ქართველი კოლეგები არ მოდიან და მზად არ არიან. მაგრამ დრო მკურნალია. იმედი მაქვს, რომ სამხრეთ ოსეთელების საქართველოში არდაბრუნების გაგება პოლიტიკოსებისთვის საქართველოში აბსოლუტურად აშკარაა. ერთადერთი პრობლემა ის არის, ვინ განაცხადებს საქართველოში ამის შესახებ პირველი. სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს პოზიციის გამო იბლოკება და მომავალშიც დაიბლოკება ტვირთების ტრანზიტის პროექტები და სატრანზიტო გზა სამხრეთ ოსეთის გავლით. ეს გასაკვირი არ არის“.