პუბლიკაციები
სირიამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა

     საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. „2018 წლის 29 მაისს სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. კომუნიკე.

„აფხაზეთის რესპუბლიკა და
სირიის არაბთა რესპუბლიკა აცხადებენ ურთიერთაღიარების და საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ, რაც ასახავს მათ საერთო სწრაფვას ყველა სფეროში ურთიერთობების განვითარებისკენ.
რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. მოსკოვის კვალდაკვალ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ვანუატუმ, ტუვალუმ“.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის ურთიერთაღიარების და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ.
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც თავისი მთავრობის მიერ არის უფლებამოსილი, პატივი აქვს, განაცხადოს იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და სირიის არაბთა რესპუბლიკა, ადასტურებენ რა თავიანთ ერთგულებას საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპებისადმი, ისწრაფვიან რა სრულმასშტაბიანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის და ურთიერთქმედების დამყარებისკენ ორ სახელმწიფოს შორის მათი ხალხების საკეთილდღეოდ, მოქმედებენ რა დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციის და საკონსულო ურთიერთობის შესახებ ვენის 1963 წლის 23 აპრილის კონვენციის დებულებების შესაბამისად, აცხადებენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთაღიარების და საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ ამ კომუნიკეს გამოქვეყნების თარიღიდან.
ცხინვალი, 2018 წლის 29 მაისი“.