საზოგადოება
საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. რუსთაველის გამზირზე ძიუდოისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ორსაათიანი აქცია გამართეს.
სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომა.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა აქცია საქართველოს ჰიმნით დაასრულეს.
ამასთან, აქციის მონაწილეების უმრავლესობა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის ზაზა სარალიძის დაგეგმილ აქციას შეუერთდა.