საზოგადოება
არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი! - კახი კალაძე

     საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ თბილისის მერი კახ კალაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

თბილისის მერის განცხადებით, ის იზიარებს საზოგადოების მოლოდინს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული, თუმცა, კახი კალაძის თქმით, მას ასევე ახსენდება სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე.

მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზიარებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებულიმაგრამიცით რა მახსოვს? როცა პირველად ვნახე გამწარებული დედაირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული.

კიდევ იცით რა მახსოვს? მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია და ამ დანაშაულის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და იმ საშინელებას რომ შეცდომას უწოდებენ დღესაც კი.

და ახლანაციონალური მოძრაობისწევრების განცხადებებიესაა არა მარტო სარალიძეებისა და გირგვლიანების ოჯახებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. რამდენადაც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, იმდენად გაკვირვებული ვარ ამ ამორალური პირების დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ.

არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილისამწუხაროდ ,ირინამ სამართალი ვერ იპოვა რეჟიმის პირობებშიმეც თქვენთან ერთად ველოდები პროკურატურის მკვეთრ და გამჭვირვალე პოზიციას, ისე, რომ კითხვის ნიშნები ან უკმარისობის გრძნობა არავის დარჩეს საზოგადოებაში“, – წერს კახი კალაძე.

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამის ორგანიზებით პარლამენტის შენობის წინ გაიმართა აქცია ლოზუნგით#ნუმომკლავ. ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვს.