სამართალი
შსს ნარკორეალიზების საქმეზე კიდევ ერთი მედიასაშუალების მიერ მტკიცებულებების გასაჯაროების ფაქტს შეისწავლის

     საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი ტელეკომპანიის მიერ გამოძიების მონაცემების გასაჯაროების ფაქტს შეისწავლის.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 26 მაისს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-მა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვა.

კერძოდ, გამოქვეყნდა კლუბების – „ბასიანისდაგალერისსაქმეში არსებული დოკუმენტები, სატელეფონო ჩანაწერები, გასაჯაროვდა მოწმეების ვინაობა, რის გამოც, შესაძლოა, მათ საფრთხე შეექმნათ.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეები გაფრთხილებული იყვნენ გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობაზე შესაბამისი ხელწერილებით, მოხდა მტკიცებულებების გასაჯაროება, როგორც ტელეკომპანიაიმედის“, ასევე სამაუწყებლო კომპანიარუსთავი-2“-ის ეთერით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374- მუხლით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობის დასადგენად“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.