უცხოეთი
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე- ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერის იმედი გვაქვს

     საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკრაინას მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კიევს საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერის იმედი აქვს. ანდრეი პარუბის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პატრიარქი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარდაჭერას გამოუცხადებენ უკრაინის და ყველა უკრაინელის სწრაფვას, რომ შეიქმნას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია “, – განაცხადა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა.

მისივე თქმით, მან ეს საკითხი განიხილა საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის სპიკერთან და ისინი ამ იდეას მხარს უჭერენ.

„სამწუხაროდ ეკლესიას იყენებენ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს „რუსული სამყაროს“ აგრესიისა და უკრაინელების მკვლელობის პროპაგანდის მიზნით. სწორედ ამ საფრთხეების გათვალისწინებით, უკრაინული ავტოკეფალური ეკლესიის შექმნა, აუცილებლად მიგვაჩნია“, – განაცხადა ანდრეი პარუბიმ.

1tv.ge