საზოგადოება
რუსი პრანკერები ვლადიმერ კუზნეცოვი (ვოვანი) და ალექსეი სტოლიაროვი (ლექსუსი) დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლა პაშინიანის და მისი თარჯიმნის სახელით ესაუბრნენ (აუდიო)

     საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. რუსი პრანკერები ვლადიმერ კუზნეცოვი (ვოვანი) და ალექსეი სტოლიაროვი (ლექსუსი) დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ბორის ჯონსონს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლა პაშინიანის სახელით ესაუბრნენ (აუდიოჩანაწერი მოისმინეთ აქ).
როგორც გამოცემა The Guardian აზუსტებს, ჯონსონმა პრანკერებთან სოლსბერის ინციდენტი და რფ-სთან ურთიერთობაც კი განიხილა. „ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი ცივი ომი არ გაჩაღდეს. მე ეს არ მინდა, დიდ ბრიტანეთში ეს არავის უნდა“, - გაუზიარა თანამოსაუბრეებს ჯონსონმა.
ამასთან, ცნობილია, რომ ბორის ჯონსონმა იმის დაპირებაც მოასწრო, რომ „გააგრძელებს ჭანჭიკების მოჭერას ზოგიერთი ოლიგარქის მიმართ“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვიდან.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა.