საზოგადოება
ლიეტუვა და საქართველო - ერთ ბედქვეშ მყოფნი

     საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ის-ის იყო, საქართველოში ლიტვის პრეზიდენტის გვარის „გრიბაუსკაიტეს“ წარმოთქმა ისწავლეს, რომ ახლა ლიტვის ახალ დასახელებასთან მოგვიწევს შეჩვევა - ლიეტუვა (Lietuva). ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაცემული იქნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ, ექსპერტთა კომისიის 11 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საპასუხო მეგობრულ ჟესტს მიმდინარე წლის 3 მაისს ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის მიერ ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებაზე (Sakartvelo), რაც გახლდათ ლიტვის მხარის მორიგი მეგობრული ნაბიჯი საქართველოსადმი.

როგორც ლიტვის, ასევე საქართველოს გადაწყვეტილებები უაღრესად სიმბოლურია, ვინაიდან წელს ლიტვამ სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავი იზეიმა, ხოლო საქართველომ სწორედ მაისის თვეში აღნიშნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავი. ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე 26 მაისს ჩამოვიდა საქართველოში, რათა მეგობრული ქვეყნის ხელისუფლებისთვის ეს ღირსშესანიშნავი თარიღი მიელოცა. ლიტვისა და საქართველოს სახელების შეცვლა სიმბოლური კიდევ იმიტომ არის, რომ მათი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაა სიმბოლური - სინამდვილეში ისინი ერთ ბედქვეშ, ანუ აშშ-ის პროტექტორები არიან...