სამკუთხა ბარათბი ციკლიდან „წერილები ფრონტიდან“ - წერილი №1: ჭიღლაძე გიორგი ონისიმეს ძე
პუბლიკაციები
სამკუთხა ბარათბი ციკლიდან „წერილები ფრონტიდან“ - წერილი №1: ჭიღლაძე გიორგი ონისიმეს ძე

      საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გთავაზობთ მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტიდან გამოგზავნილ სამკუთხა ბარათებისსერიას.

ჭიღლაძე გიორგი ონისიმეს ძე. საჩხერის რაიონი,სოფელი სარეკი
დაბადებული 1914 წელს. იყო დაწყებითი კლასების მასწავლებელი. სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა ბელორუსიაში,საზღვართან ახლოს. მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო ამ დროს. ომის დაწყებისთანავე დაიჭრა, თუმცა, ფრონტი არ მიუტოვებია და ბრძოლა განაგრძო. ბოლო წერილი მისგან ოჯახმა მიიღო 1943 წელს. მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. მან საქართველოში დატოვა ცოლი, ქსენია ბერიშვილი და 2 კვირის ვაჟი, იოსები.

სალამი ძვირფასო მშობლებო და ცოლ-შვილო!

როგორი წერილი მოგწეროთ იმის შემდეგ, რაც გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი დაიწყო. ვერ მომიფიქრებია, მაგრამ გწერთჩემს ფიქრებს და შემდეგ 22 ივნისს, რომელ ღამის სამ საათზედ მოულოდნელად გადმოიჭრნენ საზღვარზედ ეს ძაღლები და გააჩაღესცეცხლი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზედ. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარი ერთიანი ძალით შევუდექით საქმეს, მაგრამ რას ხედავსთვალები, როგორც ცხვრები, ისე გამოგვრეკეს.. მზვერავიც გაუწყვეტია, მესაზღვრეებიც, ამ შავ ძაღლებს. ჩვენ საზღვარზედ ახლოსვიყავით, რაღაც 40 კილომეტრით ვიქნებოდით დაშორებული, მაგრამ ნაწილი ჩვენი წასული იყვნენ საზღვარზედ სამუშაოდ და მთლადგაუნადგურებიათ ამ სისხლისმსმელ მგლებს მთელი ბატალიონი. მოედვენ ჯაშუშები, მოედვენ მგლები ლიტვას,მოვედევით ფრონტსჩვენც. ჩაყლაპას გვიპირებდა მათი სამალიოტები. მოვედევით ქალაქს, მაგრამ შემოპარულად შიგნით გრაჟდანები, ხელს უწყობენ მათაქედანაც ისვრიან ტყვიას, იქიდანაც. აქედანაც სამალიოტები ბომბებს ყრის ზევიდან. არი გაჩენილი ცეცხლი, გაუდის გრიალი, წყდებახალხი სულ მოფენილია ქუჩა და ტყე. ჩემ წინ ამოსდით სული ჩემ ქართველ ამხანაგებს. მიკვდება გული,მაგრამ რა უშველო,ვიმაგრებგულს. ცეცხლის ბოლში ვარ გახვეული, ვიმალამ თავს, რომ როგორმე თავი გადვირჩინო. პეპეტეა სასროლი,რომელშიდაც 71 პატრონაჩადის შიგ ‘’კუნტში’’ გადის ეს პატრონა მთლად. მოკლედ ეს სასროლი იარაღი მაქვს, პატრონა მაქვს უამრავი დანარჩენი ვეშიყველაფერი გადავყარე. ხან ერთ სახლს მიუდგამ და ხან მეორე სახლს..... ერთი ბიჭია ქართველი, ქუთაისელი. დაწყებული სახლიდანწამოსული ერთად ვიყავი დაჭრილი კიდაი არავარ თვითონ გოროდ კამუნაში ბევრი ვირბინე, ბევრი ვიხტუნე იმისათვის, რომ თავიდამეცვა, თორემ ვისაც ხელში ჩაიგდებდნენ, მაშინათვე კლამდნენ ან ამახინჯებდნენ. თვალებს კუჭდენ, ენას ჭრიდენ ყურებს, ცხვირს დარა ვიცი. მეორე დღეს ისევ ფრონტზედ. ეს ქუთაისელი ბიჭი სხვა ბატალიონს შეუერთდით. წავედით წინ. დედამიწას იღებს ტყვია... ხოხამთ... გავიხედე შუაში ვარ. აღარავინ მიდის წინ. თურმე ჯარი გაწყვეტილა, დავრჩენილვართ ათი კაცი. ამ დროს მომხვდა ტყვიახელში, გავმაგრდი მაინც. აბა, ხუციძე, თავს უშველოთ, ათი კაცი ვართ კიდეთქო.

მოკითხვა დედას, მამას, სოსოს...“

8/VII 41 წელი

   ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მიმართავს ყველას, ვის ოჯახშიც დღემდე შემორჩა ფრონტის წინა ხაზიდან გამოგზავნილიწერილები, ბარათები, რომლებშიც აღწერილია ომის ამბები, ასევე,მისალოცები და ფოტოები. ეს წერილები,თუ ბარათები ყველაზენათლად გადმოსცემს ჯარისკაცის ემოციებს, ომში განცდილ ტკივილს, თუ სიხარულს, ოჯახის, საყვარელი ადამიანების მონატრებასათუ თანამებრძოლების ცხოვრებას ფრონტის წინა ხაზზე.
მივიღებთ, როგორც ამ წერილებისა თუ ბარათების დედნებს, ასევე ასლებს მათი ავტორების ფოტოებთან ერთად. ვგეგმავთ, რომშეგროვებული მასალა ერთ წიგნად გამოვცეთ სახელწოდებით: ’’ წერილები ფრონტიდან’’. ასევე, სურვილი გვაქვს, ეს წერილებიწარმოდგენილი იყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოწყობილ მუდმივმოქმედ ფოტო გამოფენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით სამსახურის ცხელ ხაზზე: 248 26 16