პოლიტიკა
საქართველომ ჰოლანდიელ ექსპერტებს „ისკანდერის“ ნამსხვრევების ნიმუშები არ აჩვენა - მაიკლ სვეინსტონი

     საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა მაიკლ სვეინსტონმა სტრასბურგში გააკეთა, სადაც საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ზეპირ მოსმენაზე წარდგა. მაიკლ სვეინსტონმა საქართველოს მთავრობა ყალბი ვიდეოების გავრცელებასა და ჰოლანდიელი ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებაზე მომუშავე ნიდერლანდების საგამოძიებო ჯგუფის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

ჰოლანდიელ ექსპერტებს მხოლოდ საქართველოს მიერ წარმოდგენილ ვიდეოებთან და ფოტოებთან მიუწვდებოდათ ხელი. ერთ-ერთ ფოტოზე სტალინის ძეგლი ჩანს, რომელსაც არცერთი ნაკაწრი არ აქვს. უნდა დაგარწმუნოთ, რომისკანდერინამდვილად არ არის მგრძნობიარე კულტურისადმი“, - განაცხადა სვეინსტონმა.