უცხოეთი
უკრაინის ხელისუფლებამ Россия сегодня-სა და РИА Новости Украина-ს ვებგვერდები დაბლოკა

     საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ოფიციალურმა კიევმა სანქციების სიაში სამი წლით ორი სააგენტო Россия сегодня და РИА Новости Украина შეიყვანა.
შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რეგულაციის თანახმად, უკრაინაში სააგენტოების აქტივებიც დაიბლოკა.
რუსეთის ხელისუფლება უკრაინას ადამიანის უფლებების და ინფორმაციის თავისუფლების კუთხით, ევროპული ქარტიის დარღვევაში ადანაშაულებს.

1tv.ge