საზოგადოება
ამერიკის მთავრობისა და კონგრესმენების მხარდაჭერა სიგნალია, რომ რუსული ოკუპაცია მალე დასრულდება და რუსეთი საქართველოს ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს - სოზარ სუბარი

     საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. გუშინ აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადეს, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის წევრები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრნენ.

„25 წელი გავიდა, რაც აგრესორმა საქართველოს ძირძველი მიწები ჩამოაჭრა. მჯერა, შორს არაა ის დღე, როცა ჩვენი მოსახლეობა კვლავ დაბრუნდება მშობლიურ მხარეში. ამ მხრივ მნიშვნელოვანი გზავნილია ამერიკის მთავრობისა და კონგრესმენების მხარდაჭერა, მოწოდება, რომ რუსული ოკუპაცია უნდა დასრულდეს და რუსულმა მხარემ ჯარი გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზესაქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით სოზარ სუბარმა განაცხადა:

რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტებს, რამდენად აღასრულებს რუსეთი მას, ეს არ არის საქართველოზე დამოკიდებული. ამისთვის არსებობს ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტი, კომიტეტი, რომელთაც აქვთ ბერკეტი, თუ როგორ მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, რომ შეასრულოს პირობები. ეს ზეწოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. არ დაგვავიწყდეს, რუსეთი აშანტაჟებს ევროსაბჭოს წევრებს, რომ შეწყვეტს ორგანიზაციის დაფინანსებას, დატოვებს ორგანიზაციას, მაგრამ დემოკრატიული სამყაროს ძალა გაცილებით მეტია, ვიდრე რუსეთის შანტაჟი.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, კულუარული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი განიხილება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატად საპრეზიდენტო არჩევნებზე ა.წ. ოქტომბერში და დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს ჯერ კიდევ პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის დროიდან.