სამართალი
რუსეთი ამტკიცებს, რომ „ისკანდერის“ ნამსხვრევები გორში მოკლული ჟურნალისტის სხეულში განზრახ იყო მოთავსებული, რაც წარმოუდგენელია! - ბენ ემერსონი

     საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენისას საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა აღნიშნა, რუსეთის პასუხები მიუთითებს, თუ რამდენად „სერიოზულად“ უდგებიან ისინი ამ საქმეს.

ბერ ემერსონის გამოსვლის ერთ-ერთი ეპიზოდი 2008 წლის 12 აგვისტოს გორში, რუსეთის მხრიდან „ისკანდერის“ გამოყენებას ეხებოდა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, რუსეთი ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში „ისკანდერი“ არ გამოუყენებიათ და დანაშაული ფაბრიკაციაა.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათისკანდერისგამოყენების ან 12 აგვისტოს ამ სისტემის მითითებულ ადგილზე დისლოცირების არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. საყურადღებოა, რომ რუსეთის სამხედრო მოწმეების თქმით, ისინი არც კი უშვებენ იმას, რომ ამ თავდასხმაზე რუსეთს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრება და რომისკანდერირუსულ რაკეტას იყენებდა. როდესაც მათ წარუდგინეს ნამსხვრევები, რომლებიც სტან სტორიმანსის სხეულიდან იქნა ამოღებული, მაშინ თქვეს, რომ ცხედარში ისინი განზრახ იყო მოთავსებული.

როდესაც ვუთხარით, რომ აღმოჩენილი რაკეტის ნაწილების სერიული ნომრების მიხედვით მისი რუსული წარმომავლობა დგინდებოდა, მაშინ მათ თქვეს, რომ მთელი დანაშაული ფაბრიკაცია იყო, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა, რაც ყველასთვის ნამდვილად რთული წარმოსადგენია. ეს მიუთითებს რუსეთის პასუხის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უდგებიან ამ საქმეს. ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოყენებული რაკეტა რუსული საწყობებიდან იყო“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა.

რაც შეეხება რუსეთის მხარეს, სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა გაიმეორა არგუმენტები, რომლებიც მოსკოვს 2008 წლიდან დღემდე მოჰყავს და განაცხადა, რომ „საქართველოს შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ ცხინვალს“. „მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ცხინვალზე საქართველოს ბარბაროსული თავდასხმის შედეგად ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს სამხრეთ ოსეთის სამხედრო შესაძლებლობები. რუსმა სამხედროებმა მაქსიმალურად შესაძლებელი გააკეთეს მშვიდობიანი მოსახლეების უსაფრთხოების დასაცავად, რუსი მშვიდობისმყოფელების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩათვლით, რომლებსაც ქართველები მანამდე დაესხნენ თავს“, - განაცხადა რფ-ის წარმომადგენელმა.