სამართალი
დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციაში (ვიდეო)

     საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ძიუდოს ფედერაციაში ვნებათაღელვა გრძელდება. პრეზიდენტის კაბინეტი დილიდან ბლოკირებულია (ვიდეო იხ. აქ).

არასწორი მენეჯმენტის არგუმენტით დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში რჩება. ნაკრების წევრების პროტესტს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელიც უერთდება.

ქევხიშვილი დუმს, ფედერაციაში არსებული პრობლემების შესასწავლად შექმნილ სამუშაო კომისიას კი კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია, რის გამოც სპორტსმენები მას უნდობლობას უცხადებენ.