აქტუალური
როგორ მიმდინარეობდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ზეპირი მოსმენა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ - პირველი არხი სტრასბურგიდან იუწყება

     საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ზეპირი მოსმენა დასრულდა. საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამცველი სხდომაზე ერთ საათზე მეტ ხანს გამოდიოდა. ბრიტანელმა ადვოკატმა ბენ ემერსონმა გამოსვლა იმით დაიწყო, რომ დამოუკიდებლობიდან 100 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის აგრესიულ ოკუპაციას. შესავალ სიტყვაში ადვოკატმა ეთნიკურ წმენდასა და ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ძალისხმევა არ დაიშურა ქართველების საკუთარი ტერიტორიიდან გასაძევებლად“.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, რუსეთის სახელით ჯერ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ გალპერინი წარდგა, შემდეგ კი ადვოკატმა ილაპარაკა. მათ ჯამში დაახლოებით 100-ჯერ ახსენეს სიტყვები „ფალსიფიკაცია“ და „გაყალბება“. რუსეთის წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ ადამიანების მკვლელობის, წამებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაღვევის თემიდან აქცენტი იმაზე გადაეტანათ, ვინ დაიწყო ომი“, - იუწყება პირველი არხი.