უცხოეთი
სომხეთის პრეზიდენტი - დროა, ქართველი მეგობრები სომხეთს ისეთივე სიხშირით სტუმრობდნენ, რა სიხშირითაც სომხები ჩადიან საქართველოში

     საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. დადგა დრო, რომ ქართველი მეგობრები სომხეთს ისეთივე სიხშირით სტუმრობდნენ, რა სიხშირითაც სომხები ჩადიან საქართველოში. როგორც სააგენტო „არმენპრესი“ წერს, ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოში 25 მაისს დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა.
„ვთვლი, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის დადებითი ურთიერთობებია. ჩვენ თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გვაქვს. ორივე ერი მრავალი წელია ერთად მუშაობს. მიმაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში უნდა გაღრმავდეს, მათ შორის, ეკონომიკურ სფეროში“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

1tv.ge