პუბლიკაციები
უკრაინას ყირიმთან გაერთიანების შესაძლებლობა აქვს! - კარენ შაჰნაზაროვის „რეცეპტი“ საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაერთიანებისთვისაც გამოდგება? - საქინფორმი

     საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ვლადიმერ სოლოვიოვის თოქშოუში პრეზიდენტ პუტინის მიერ ყირიმის ხიდის გახსნის გამო კიევის აღშფოთების კომენტირებისას რუსმა კინორეჟისორმა, კინოსტუდია „მოსფილმის“ გენდირექტორმა კარენ შაჰნაზაროვმა უკრაინელებს ყირიმთან გაერთიანების პერსპექტიული საშუალება შესთავაზა. მისი აზრით, ამისათვის მხოლოდ სახელმწიფო დონეზე რუსეთთან გაერთიანებაა საჭირო.
„უკრაინელებს ოთხი წლის განმავლობაში ჩასჩიჩინებდნენ, რომ რუსეთი სადაცაა დაიშლება. მორჩა, სანქციების გამო რუსეთის საქმე წასულიაო! ყირიმში კი, უკრაინელი ანალიტიკოსების პროგნოზით, საერთოდ, პარტიზანული მოძრაობა უნდა აღორძინებულიყო. ჩვენ კი, უკრაინა - ამბობდნენ ისინი, - დასავლეთისკენ მივდივართ და ბედნიერები ვიქნებითო! ახლა კი ხალხი ხედავს, რომ რუსებმა ასეთი ხიდი ააშენეს! დასავლეთი კი იშლება, იმიტომ რომ ევროპამ აშშ-ის გამოსვლას ბირთვული შეთანხმებიდან მხარი არ დაუჭირა! და გამოდის, რომ უკრაინამ ევროპაშიც დააგვიანა...
მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ უკრაინელ ხალხს აქვს ვარიანტი, რომლითაც ყირიმთან გაერთიანებას შეძლებს - ეს არის რუსეთთან კავშირში შესვლა სახელმწიფო დონეზე“,
- დაასკვნა შაჰნაზაროვმა.

საქინფორმი: თოქშოუს განმავლობაში კარენ შაჰნაზაროვმა მაგალითად საქართველოც მოიყვანა, რომელიც, მისი თქმით, დღეს მთლიანი იქნებოდა, მაშინ აფხაზეთის თხოვნა რომ დაეკმაყოფილებინა და მისთვის ავტონომია მიეცა, „რაც საქართველოს მაშინდელმა მმართველებმა, პრეზიდენტმა შევარდნაძემ არ გააკეთეს“.

თუ ვივარაუდებთ, რომ ცნობილი რუსი კინორეჟისორის „რეცეპტი“ უნივერსალურია - დღესაც გამოდგება ყველა კონფლიქტისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტებისთვის, მაშინ ის სულაც არ არის ორიგინალური: ჯერ კიდევ 2011 წლის 4 ივლისს „რია ნოვოსტის“ პუბლიკაციაში და არაერთ ქართულ მედიასაშუალებაში საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, კერძოდ, განაცხადა: საქართველოს გაერთიანება რუსეთთან ერთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში ევროკავშირის მაგალითით (ახალ შენგენის ზონაში, შიდა ვიზებისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე, ერთიანი ვალუტითა და საბაჟო წესებით) გამოიწვევს საქართველოს გაერთიანებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ფორმულითსაქართველო+რუსეთი = საქართველო+აფხაზეთი+სამხრეთ ოსეთი“.

სამი თვის შემდეგ – 2011 წლის 3 ოქტომბერს, - რუსეთის ფედერაციის მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა . პუტინმა გაზეთიზვესტიასთვისდაწერა სტატია ახალი ინტეგრაციული პროექტი ევრაზიისათვისმომავალი, რომელიც დღეს იბადება, სადაც ახალი ევრაზიული კავშირის პირველი ეტაპირუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის ერთიანი ეკონომიკური სივრცე წარადგინა.