სამართალი
აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია წარმოადგენს იმ ფორმატს, რომელიც გვაძლევს ახალი გზების განხილვის შესაძლებლობას ამ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის - დავით ბაქრაძე

     საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. როგორც საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ განაცხადა, სწორედ ამას მიეძღვნა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომა, რომლის ფარგლებშიც გამოჩნდა, რომ საქართველოს აქვს მეტი პოტენციალი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საქართველო დგას აშშ-ის გვერდით ევროატლანტიკური უსაფრთხოების და დემოკრატიული პრინციპების სადარაჯოზე.

„გასულ კვირას ინიცირებული საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამის განხორციელების პარალელურად, გვაქვს კიდევ მეტი პოტენციალი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის იმ ეკონომიკური პროექტებისა და კერძო პროექტების განხორციელების კვალდაკვალ, როგორიც არის ანაკლია.

მრავალმხრივ ურთიერთობებში ნატოს სამიტზე ველოდებით იმ პროგრესის დაფიქსირებას, რაც ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია. ამასთანავე, რაც შეეხება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს, აშშ-სგან ველოდებით საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მკაფიო მხარდაჭერას“,
– განაცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში.