სამართალი
„თეთრი ხმაური“ ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული 3000-მდე პატიმრის საქმის გადახედვას ითხოვს

     საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, ნარკოპოლიტიკის საკითხის განხილვა ჩიხშია შესული და ისინი მთავრობას მოუწოდებენ, დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები.

მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, გადაიხედოს იმ 3000-მდე პატიმრის საქმე, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის სასჯელს იხდიან.

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები კონკრეტულ კითხვებზე პასუხის დროულად გაცემას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, შს მინისტრთან აუდიენციის მიუხედავად, თითქმის ყველა მთავარი კითხვა მაინც პასუხგაუცემელია. პლატფორმა კონსულტაციებში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართვას ელოდება.

კლუბ „ბასიანის“ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია კი ამბობს, რომ 23 მაისს კლუბი გამომძიებელთან ერთად უნდა გაეხსნათ, თუმცა ეს გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. გეთიას მოსაზრებით, ამის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებია.