საზოგადოება
უმუშევრობის დონე თბილისში - 1,2%-ით, იმერეთში - 1,6%-ით, შიდა ქართლში - 2%-ით და ქვემო ქართლში 3,5%-ით გაიზარდა

     საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2016 წელთან შედარებით, 0,1%-ით შემცირდა და 13,9% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქსტატმა გამოაქვეყნა.

ზოგადი დადებითი ტენდენციის მიუხედავად, საქართველოს რამდენიმე რეგიონში უმუშევრობის დონე გაზრდილია. კერძოდ, უმუშევრობა თბილისში 1,2%-ით გაიზარდა, იმერეთის რეგიონში უმუშევრობის 1,6%-იანი ზრდაა, შიდა ქართლში - 2%-იანი, ხოლო ქვემო ქართლში უმუშევრობა 3,5%-ით გაიზარდა.

რეგიონებს შორის უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირდა აჭარასა (5,8%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (3,4%).