სამართალი
ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ გორში ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ რუსეთშია ნაწარმოები - განაცხადა ტელეგადაცემაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა

     საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. „2017 წლამდე რუსეთი საქართველოს საყვედურობდა, რომ გორში 12 აგვისტოს ჩამოვარდნილიისკანდერიქართველების გამოგონილი ამბავია, თუმცა 2017 წელს და მიმდინარე წლის აპრილში მიკვლეულიაისკანდერისნაწილები, რომლებზეც შენარჩუნებულია ყველა კვალი იმისა, რომ იარაღი ნამდვილად ნაწარმოებია რუსეთის მიერ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „42° პარალელი“ ილაპარაკა.

რუსეთი ამბობდა, რომ ფოტომასალა, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჰოლანდიაშიც, ჰოლანდიელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმიდან გამომდინარე არსებობს, ფოტოშოპია. ჩვენი ძალიან სიღრმისეული მუშაობის შედეგად 2017 წელს მივაკვლიეთ გორში ჩამოვარდნილიისკანდერისერთ ნაწილს, ნამსხვრევებს და უკვე რამდენიმე კვირის წინ, აპრილის ბოლოს, მოვიპოვეთ დაახლოებით 800 კგ იმავეისკანდერისდანარჩენი ნაწილები. მათზე, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია ყველა კვალი იმისა, რომ ნამდვილად ეს იარაღია, ნამდვილად ნაწარმოებია მოპასუხე სახელმწიფოსრუსეთის ფედერაციის მიერ და რეალურად ვერანაირ ფოტოშოპზე საუბარი ამ სამართლებრივ დავაში ვერ იქნებოდა. ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს ჰოლანდიური გამოძიების, ჩვენივე გამოძიების შედეგები, საექსპერტო დასკვნები და მატერიალური მტკიცებულება, ნივთმტკიცება, ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიგნებული და მოპოვებული“, - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, „ისკანდერის“ პირველი ნაწილების მოპოვების შემდეგ ექსპერტიზისთვის ჰააგის სასამართლოს მიმართეს.

ჩვენ მივმართეთ ჰააგის სასამართლოს ექსპერტიზისთვის მაშინვე, როგორც კიისკანდერისპირველი ნაწილები მოვიპოვეთ. ეს ექსპერტიზა ჩატარდა. ჰააგის სასამართლოდან ჩვენ მტკიცებულებაც გვაქვს წარდგენილი 23 მაისის სხდომისთვის, რომ რეალურად სისხლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტებმა ამისკანდერსდა არა რომელიმე სხვა იარაღს, ჩაუტარეს ექსპერტიზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს ბევრი სხვა მტკიცებულება, რადარების მონაცემები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ქართულ სივრცეში ამ პერიოდში მხოლოდ რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ და იქ ქართული შენაერთები საერთოდ არ იყვნენ. ჩვენი საჰაერო სივრცე მთლიანად, ყოველდღიურად და არა რომელიმე ერთ დღეს, იყო მოცული რუსული სამხედრო თვითმფრინავებით.

ბრმა უნდა იყო ან არ გინდოდეს, რომ ეს დაინახო. ჩვენ, ასევე, გვაქვს სეისმოლოგების დასკვნები; გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა, რომელიც გაეგზავნა რუსეთის ფედერაციას და მტკიცებულებაც გვაქვს, რომ ჩაბარდა; რომ საქართველომ 10 აგვისტოს, გამთენიისას ცეცხლი შეწყვიტა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემაში „42° პარალელი“.

ცნობისათვის: სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.
სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვასსაქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა 23 მაისსაა ანიშნული.