პოლიტიკა
მნიშვნელოვანია, რომ გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტი მაიკ პომპეოს სახელმწიფო მდივნად დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში შედგა - დავით ბაქრაძე

     საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტს ვაშინგტონში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებად აფასებს.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრემიერის ვიზიტი შტატებში სწორედ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში შედგა. სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს მაიკ პომპეო წარმოადგენს, საქართველოს მხრიდან კი დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

ჩვენ განვიხილავთ ორმხრივ თანამშრომლობის ყველა მიმართულებას. იგეგმება შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში გვექნება დისკუსია ყველა იმ მიმართულებით, რომელიც საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობის სტრატეგიულ ხასიათს განაპირობებს. ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. ჩვენ, რასაკვირველია, ნატოს სამიტის მოლოდინში ვართ და საუბარი აუცილებლად შეეხება ჩვენს შემდეგომ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში. და, ასევე, განვიხილავთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ ვითარებას და ამერიკის მხარდაჭერა დეოკუპაცისა და არაღიარების პოლიტიკაში“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში.