სამართალი
საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოქმედმა “თავისუფლების ქარტიის” კომისიამ ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნულ ერთობას“ წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა. აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს სუს-ში დაუდასტურეს.
იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია კვლავ გამოიყენებს ფაშისტურ სიმბოლიკას, “თავისუფლების ქარტიის” კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.
ბოლო დღეების განმავლობაში „ეროვნულმა ერთობამ“ რამდენიმე აქცია გამართა, სადაც ფაშისტური სიმბოლიკა ჰქონდა გამოყენებული.