აქტუალური
უპრეცედენტო შემთხვევაა აშშ-ის არმიასა და ქართულ შეიარაღებულ ძალებს შორის, როდესაც ცხრა სამანევრო ბატალიონი გაიწვრთნება არა სამშვიდობო მისიისთვის, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის - ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე

     საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე აცხადებს, რომ ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე აშშ-საქართველოს პროექტის – თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა ამერიკის შეერთებული შტატების არმიასა და ქართულ შეიარაღებულ ძალებს შორის, როდესაც ცხრა სამანევრო ბატალიონი გაიწვრთნება არა სამშვიდობო მისიისთვის, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.

„43- ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა შეერთებული შტატების არმიასა და ქართულ შეიარაღებულ ძალებს შორის, როდესაც ცხრა სამანევრო ბატალიონი გაიწვრთნება არა სამშვიდობო მისიისთვის, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ქვედანაყოფები წვრთნებს საქართველოს ტერიტორიაზე იმ რეალური ამოცანებისთვის გაივლიან, რაც საქართველოს თავდაცვისთვის აუცილებელია. ეს ყველაფერი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით მოხდება“, – განაცხადა ლაშა დავითაძემ.

ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე აშშ-საქართველოს პროექტის – თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნის ცერემონია გაიმართა.