ძვირფასო მეგობრებო,კოლეგებო,ქართული ჯარის ყოფილო და ახლა მომსახურე სამხედროებო!
ქართული ჯარი 30 აპრილს გახდა 27 წლის...ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ იწვნია ჩვენმა ჯარმა მარცხი მაგრამ არ დანებდა მტერს და აგრძელებდა თავის განვითარებას.ასე იყო,ასეა ახლა და ასე იქნება მუდამ. მე ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობიდან გამომდინარე გარკვეული წლების მანძილზე მომიგროვდა ფაქტობრივი მასალები, მათ შორის ჩემი პირადი ჩანაწერები,ნაფიქრალი და გადავწყვიტე გავაცნო ყოველივე ეს ფართო საზოგადოებას და უპირველესად თქვენ ჩემს თანამებრძოლებს....ვნახოთ...ვისაც სურვილი ექნება შეუძლია თავისი კორექტივებიც კი შეიტანოს და ვფიქრობ რომ კარგი ნაშრომი გამოვა. მაშ ასე- წინამდებარე ნაშრომი ქართული არმიის ისტორიის კვლევის პირველი ცდაა და, რა თქმა უნდა, იგი სრულყოფილი არ იქნება. მე არა მაქვს საამისო პრეტენზია. ჩემი მიზანია ფართო საზოგადოებას გავაცნოთ, თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი ქართულ ჯარს და როგორ შენდებოდა ის 27 წლის მანძილზე.
შესავალი
საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესი-უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. უპირველესი და უმთავრესი, რაც იმხანად მოხდა - ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაა.
1990 წლიდს ოქტომბერში,როცა საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ბლოკი ,,მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო,, დაიწყო ძირეული ცვლილებების ეპოქა, რამაც მთელი რიგი პრობლემების გადაწყვეტა განაპირობა.
პირველ ყოვლისა, საჭირო გახდა ძველი, საბჭოური სისტემებისა და სახელმწიფო სტრუქტურების დაშლა-დანგრევა და ახალი, დემოკრატიული წყობილების შექმნა. საქართველომ დიდი ხნის წინათ დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დამამთავრებელი ეტაპის ამოცანები განსაზღვრა და უპირველეს საკითხად, როგორც მოსალოდნელი იყო,
სახელმწიფოებრივი სტრუქტურების შექმნა გამოიწვია.
როგორც წესი, სახელმწიფოს პოლიტიკური ხელისუფლების განხორციელებისათვის საჭირო ხდება არა მარტო ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების სისტემის შექმნა, არამედ ძალოვანი სტრუქტურებისაც.
ისტორიულად ცნობილია, რომ ყოველი სახელმწიფო არსებული წყობილების შესაბამისად საკუთარ მმართველობით აპარატს ქმნის და მის სისტემებში სათანადო ადგილს უთმობს ძალოვან სტრუქტურებს - სასამართლოსა და პროკურატურას. და ეს იმიტომ, რომ ძალოვანი სტრუქტურები სახელმწიფოს ხელში იარაღია, რომელთა მეშვეობითაც იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ინტერესების დაცვას და მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნათა შესრულებას.
ასევე ხდება საგარეო ურთიერთობის სფეროში ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა. საგარეო და საშინაო პრობლემების მოგვარების საქმეში განსაკუთრებული როლი ენიჭება შეიარაღებულ ძალებს, პოლიციას და სხვა ძალოვან სტრუქტურებს. ყოველივე ეს კი სახელმწიფოს მიერ მიღებული შესაბამისი კანონებით და სამართლებრივი ნორმებით ხორციელდება.
მთავარი სამართლებრივი წყარო ამ შემთხვევაში არის ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია.თავისუფალი საქართველოს ხელისუფლებამ ამ პრობლემის გადაჭრას თავიდანვე დიდი ყურადღება დაუთმო და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია აამოქმედა.
ეროვნული სახელმწიფოს დამოიკედობლობისათვის მოძრაობის დიდმა აღმავლობამ, მიუხედავად შექმნილი რთული ვითარებისა, მრავალ საყურადღებო საკითხთან ერთად შეიარაღებული ძალების შექმნის საჭიროება წარმოშვა.
არმიის მშენებლობის პრობლემამ ქართული საზოგადოებრიობის ცნობიერებაშიც თავისი ადგილი დაიკავა.
ყოველივე ამას ხელს უწყობდა არა მარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური ფაქტორებიც. საქმე იმაშიაა, რომ ქვეყანში დამოუკიდებლობის მოპოვება და იმპერიული სისტემიდან გამოსვლა ურთულეს პრობლემებში გადაიზარდა. მოსახლეობის ერთი ნაწილი,
რა თქმა უნდა, კონსერვატიული შეხედულებებიდან გამომდინარე, შექმნილ ვითარებას თავისებურად აანალიზებდა და შესაბამისი დასკვნებიც გამოჰქონდა: ქვეყნის დამოუკიდებლობა წარმოუდგენლად მიაჩნდა და ყოველივე, რაც იმხანად ხდებოდა, დროებითი ხასიათის მქონე ქაოტური მოქმედებების გამოვლინებად წარმოედგინა.
შესაბამისი ემოციებით გამომდინარე ახალგაზრდობა შეიარაღდა და მებრძოლთა რაზმების შექმნას შეუდგა.
აქვე უნდა ითქვას, რომ უწესროგოდ და ქაოტურად მოქმედი ჯგუფები ისედაც არასტაბილურ ვითარებას უფრო მეტად ართულებდნენ. ხშირი იყო იარაღის გამოყენებით შეტაკებები და ანგარიშის გასწორების ფაქტები, რასაც თან სდევდა მსხვერპლი და მატერიალიური ზარალი.
პოლიტიკური პარტიები და დაჯგუფებებიც თვითდამკვიდრებას ცდილობდნენ და მათაც გაუჩნდათ შეიარაღებული ჯგუფებისა და რაზმების შექმნის სურვილი.საყურადღებოა იმავდროულად ჯანსაღი შეხედულებებით და კარგად გააზრებული მოქმედებებით გამორჩეული რაზმების შექმნა, რომლებმაც განაპირობეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის - შინაგანი ჯარების შექმნა.
ეროვნული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის მოძრაობის დიდმა აღმავლობამ, მიუხედავად შექმნილი რთული ვითარებისა, ჯერ კიდევ 1990 წელს მრავალ საყურადღებო საკითხთან ერთად შეიარაღებული ძალების შექმნის საჭიროება წარმოშვა.
არმიის მშენებლობის პრობლემამ ქართული საზოგადოებრიობის ცნობიერებაშიც თავისი ადგილი დაიკავა. ყოველივე ამას ხელს უწყობდა არა მარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური ფაქტორებიც.
საქმე ისაა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვება და იმპერიული სისტემიდან გამოსვლა ურთულეს პრობლემებში გადაიზარდა.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გარკვეულ ეტაპზე, როდესაც დაიწყო ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი, დადგა საკითხი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის შესახებ.
1990 წლის 14 ნოემბერს მიღებულ იქნა კანონი გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ღონისძიებათა კომპლექსს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის და საბჭოთა იმპერიისაგან ეტაპობრივი გამოყოფის სფეროში.
უპირველესი, რაც მაშინ მოხერხდა, იყო ის რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ 1990 წლის 15 ნოემბერს მიიღო დადგენილება №23-1ს, რომლის ძალით შეჩერდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სავალდებულო სამხედრო სამსახური საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის, და მათ აღარ გაიწვევდნენ საბჭოთა არმიის რიგებში.
1990 წლის 25 ნოემბერს კი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ განიხილა საკითხი საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ, მიიღო შესაბამისი დადგენილება და დასახა პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება.
1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი № 75 ,,შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის,, შესახებ,,
ერთ-ერთი პირველთაგანი შეიქმნა ,,ქართველ შევარდენთა ლეგიონი,, რომელსაც სათავეში ელგუჯა წიკლაური ჩაუდგა.
საყურადღებოა ითქვას აქვე, რომ ამ ლეგიონში მოხალისეებად დაიწყეს სამსახური თამაზ დუმბაძემ (შემდგომში გენერალ-ლეიტენანტმა), გელა ლანჩავამ (შემდგომში გენერალ-მაიორმა), ჯემალ ჭუმბურიძემ (შემდგომში გენერალ-ლეუენატმა), გიორგი კვინიკაძემ (შემდგომში გენერალ-მაიორმა).
იმავე პერიოდში შეიქმნა ,,მუხიანის ჯგუფი,, , რომელსაც სათავეში ძმები ტატიშვილები ჩაუდგნენ. ბესიკ ქუთათელაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ,,იმერეთის სადროშოს,, რაზმები, შემდეგ დავით ხომასურიძის მეთაურობით ჩამოყალიბდა სპორტულ-პატრიოტული რაზმი ,,იმედი,, რომელშიც მსახურობდა დავით თევზაძე (შემდგომში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალ-ლეიტენანტი). ,,იმედი,, სულ მალე ,,სახალხო ფრონტის,, ხელმძღვანელის ნოდარ ნათაძის ორგანიზაციას შეუერთდა. ასეთი რაზმების შექმნა ხშირი მოვლენა გახდა.
მაგალითად, ,,მერაბ კოსტავას საზოგადოების,, ხელმძღვანელს ვაჟა ადამიას მიერ ორგანიზებულ იქნა კიდევ ერთი ძლიერი რაზმი, რომელსაც კარგი შეიარაღება ჰქონდა.
იმავდროულად შეიქმნა ,,თეთრი გიორგის ,, რაზმი, რომელსაც სათავეში გია კრიალაშვილის ედგა.
ყველა სასახელო რაზმების დასახელება ვერ ხერხდება, თუმცა რომ არ ვახსენოთ ისიც არ შეიძლება. მაგალითად, ,,მხედრიონელთა,, რაზმების შექმნის უგულებელყოფა მართებული არ იქნება. უნდა ითქვას ასევე პატრიოტული რაზმ ,,რაინდის,, შესახებ, რომელსაც სათავეში ტარიელ აბუაშვილი ედგა.
საინტერესოა ასევე ,,არდასის,, (არმიის, ავიაციის და ფლოტის ხელშემწყობი საზოგადოების), წარსულში ,,დოსააფის,, ბაზაზე შექმნილი სპორტულ-საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი რაზმის ,,ჩუბინის,, ისტორიაც. მასში გაერთიანებული იყვნენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პროფ-ტექნიკური სასწავლებლების მოსწავლეები, რომელთაც მაიორი ნიკოლოზ ჭუმბურიძე ხელმძღვანელობდა.
განსაკუთრებული ყურადრების ღირსია ,,თეთრი არწივის,, რაზმის შექმნისა და მისი საბრძოლო გზის ისტორია. ამ სასახელო რაზმს საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი ყარყარაშვილი ჩაუდგა სათავეში და გმირული მოქმედებებით გაამდიდრა ქართული არმიის ისტორია.
რთულ ვითარებაში ყველამ შეიგნო და გაითავისა ძალოვანი სტრუქტურის - არმიისა შექმნის აუცილებლობა. ხელისუფლების უმაღლეს სფეროებშიც მომწიფდა აზრი ერთიანი შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ.
ამაზე იმხანად განსაკუთრებით ზრუნავდა ,,ოფიცერთა კორპუსის კავშირი,, თადარიგის პოლკოვნიკ როსტომ ნიორაძის ხელმძღვანელობით, რომელიც მუშაობდა ეროვნული არმიის კონცეფციაზე - თეორიულ და პრაქტიკულ რეკომენდაციებს ამუშავებდა.
1990 წლის ზაფხულში თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე ე.წ., ,,ბერიას სახლში,, მოხდა ინიციატორთა შეკრება. შეკრების მონაწილეებს ყველას ახსოვს თუ როგორი განწყობილება სუფევდა და, რარიგ დიდი აღმავლობა გამოიწვია ამ შეკრებამ.
პირველივე შეკრების მონაწილენი მსჯელობდნენ ჯარის სახეობების და მათი აღჭურვის, დისლოკაციისა და მართვის საკითხებზე.
განსაკუთრებით აქტიურობდნენ: თენგიზ კიტოვანი, თამაზ დუმბაძე, ჯემალ ჭუმბურიძე, თორნიკე პაპავა, ჯემალ გოგიტიძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი, იზანი ცერცვაძე და სხვები.
1990 წლის ოქტომბერში, როცა საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ბლოკი ,,მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო,, აქტიური ხასიათი მიეცა შეიარაღებული ძალების შექმნას. უშუალო ხელმძღვანელობა კი დავალებული ჰქონდა თენგიზ კიტოვანს, რომელიც არჩევნების შემდეგ დაინიშნა თავდაცვის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარედ.
გაიშალა მუშაობა ეროვნული გვარდიის ფორმირებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სამხედრო ნორმატიული აქტების შემუშავებასა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას.
1990 წლის 14 ნოემბერს მიღებულ იქნა კანონი გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ღონისძიებათა კომპლექსს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის და საბჭოთა იმპერიისაგან ეტაპობრივი გამოყოფის სფეროში. უპირველესი, რაც მაშინ მოხერხდა, იყო ის რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ 1990 წლის 15 ნოემბერს მიიღო დადგენილება №23-1ს, რომლის ძალით შეჩერდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სავალდებულო სამხედრო სამსახური საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის, და მათ აღარ გაიწვევდნენ საბჭოთა არმიის რიგებში.
1990 წლის 25 ნოემბერს კი საქართველოს უზენაესმა საბჭომ განიხილა საკითხი საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ, მიიღო შესაბამისი დადგენილება და დასახა პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება.
1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი № 75 ,,საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის,, შექმნის შესახებ.
გვარდიაზე მსჯელობა, მისი შექმნის ისტორია თავის ელფერს დაკარგავს, თუკი სათანადოდ არ აღინიშნა იმ ადამიათა დამსახურება, რომელთა ენერგიითა და მონდომებით, ხშირ შემთხვევაში კი რისკითა და გაბედულობით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვისათვის მებრძოლთა რიგებში ჩადგნენ. მათ ისეთი ძალა შექმნეს, რამაც არა მარტო გვარდიისა , არამედ მომავალში შეიარაღებული ძალების რიგები განამტკიცეს. სამწუხაროდ, ყველა მათგანის დასახელება ვერ ხერხდება. კიდევ მრავლად არიან ღირსეულნი, რომელთა ღვაწლი დაუვიწყარი იქნება საქართველოს სამხედრო ისტორიასი და მაინც საკვირველია, რომ ურთულეს პირობებში როგორი რისკი და გამბედაობა გამოიჩინეს ამ დიდი საქმის დაწყებისათვის.
ეროვნული გვარდიის შექმნისათვის უპირველეს ყოვლისა უდიდესი ღვაწლი დასდო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ზვიად კონსტანტინეს-ძე გამსახურდიამ (1939-1993).
თავდაცვის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ კიტოვანმა, მისმა მოადგილემ, მილიციის პოლკოვნიკმა ჯონდო ტაბატაძემ,
გადამდგარმა გენერალ-მაიორმა ნოდარ გუჯაბიძემ, თადარიგის I-ი რანგის კაპიტანმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა, თადარიგის იუსტიციის პოლკოვნიკმა - ჯემალ გოგიტიძემ, თადარიგის პოლკოვნიკებმა - შალვა გიორხელიძემ, ჰამლეტ გეგენავამ, თორნიკე პაპავამ, ნოდარ მუსერიძემ, ვლადიმერ ღონღაძემ, ალეკო გამკაძემ, დავით მაისურაძემ, დიჟონ ბარბაქაძემ, ბუდუ რამიშვილმა, როდამ მურუსიძემ, ომარ გელაშვილმა , პოდპოლკოვნიკმა როზლანდი (გურამ) ლაკიამ და მრავალმა სხვ.
საბჭოთა არმიიდან ეროვნულ გვარდიაში გადმოსულმა პოლკოვნიკებმა გოგი პაპავაძემ, რომელიც იმხანად მსახურობდა თბილისის ვაკის რაიონის სამხედრო კომისრად და ამირან კიკაბიძემ, რომელიც მსახურობდა გორის გაერთიანებულ სამხედრო კომისრად, პოდპოლკოვნიკებმა ზურაბ ნაირაშვილმა და გია უჩავამ რომელიც სწავლობდა მოსკოვში, ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში და ჩამოვიდა საქართველოში და ჩადგა ქართული ჯარის მშენებლების პირველ რიგებში), სამედიცინო სამსახურის მაიორმა რევაზ ჯიჯეიშვილმა, მაიორებმა ვლადიმერ იმნაძემ,ზურაბ რუხაძემ, იუსტიციის მაიორმა ნიკოლოზ გოგიტიძემ, კაპიტნებმა დავით სოხაძემ და მამუკა გოგიტიძემ, უფროსმა ლეიტენანტებმა გია ყარყარაშვილმა, ალექსი (ზაზა) კეკელიამ, ანდრო კალატოზიშვილმა , ბიძინა ნემსაძემ, დევი ჭანკოტაძემ და მრავალმა სხვამ.
თადარიგის ოფიცრებმა - ბესო ქუთათელაძემ, ჯემალ ჭუმბურიძემ, თამაზ დუმბაძემ, ოთარ პაპავაძემ, შოთა ზალდასტანიშვილმა, ზაზა რუსაძემ, არჩილ ლომსიანიძემ, გელა ლანჩავამ, ტარიელ სვანიძემ, ხვიჩა კიკაბიძემ, ტარიელ და ავთანდილ აბუაშვილებმა, ელგუჯა წიკლაურმა , დავით და გიორგი ჯალაღანიებმა , თამაზ ბიბილაშვილმა, თამაზ გოგებაშვილმა, თამაზ ცხაკაიამ, გია ტერელაძემ, გიორგი ფხალაძემ, ვლადიმერ ტაბიძემ, ნიკო უღრელიძემ, თემურ რუსიშვილმა,გია ტერელაძემ, ნიკოლოზ კეკელიძემ, ბიძინა ტვილდიანმა,გია კიკნაძემ,იოსებ კობეშავიძემ, იოსებ ხუნძაყიშვილმა, კობა როსტიაშვილმა და მრავალმა სხვამ.
ასე დამთავრდა 1990 წელი...მაგრამ დრო არ ითმენდა....საქართველო ჯერ-ჯერობით საბჭოთა იმპერიის კლანჭებში იყო...მაგრამ მისგან დაღწევის პროცესი დაწყებული იყო....
მამუკა გოგიტიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარე, პოლკოვნიკი
(პირელი ნაწილის დასასრული)