პოლიტიკა
რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა თეორიულად შესაძლებელია - გრიგორი კარასინი (ვიდეო)

     საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა (ვიდეო იხ. აქ).

კარასინის თქმით, უმაღლესი დონის შეხვედრისთვის კარგი მომზადებაა საჭირო. თეორიულად შესაძლებელია ყველა დონის შეხვედრა, მათ შორის უმაღლესი, თუმცა ამისთვის კარგი მომზადებაა საჭირო“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა პასუხად შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მიმდინარე წელს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა.

განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა თბილისში.