საზოგადოება
მარგველაშვილი: ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე გამოვკეტეთ, მესამე დარბის სხვა ქვეყნებში

     საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა ნანუკას შოუში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტებზე ილაპარაკა.

სააკაშვილის გასამართლებაზე ძალიან ნათლად ვთქვი, რომ ამ მუხლით ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება სირცხვილია. იურისპრუდენციის სირცხვილია პირველ რიგში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ვერ დადო ცივილიზებულობის სტანდარტი – ერთი პრეზიდენტი არ მოვკლათ, მეორე არ გამოვკეტოთ სახლში და მესამე პრეზიდენტი არ დარბოდეს ქვეყნიდან ქვეყანაში.