სამართალი
სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურის ვინაობა ცნობილია

somaleli-piratebi29 წლის გიორგი ჭკადუა წარმოშობით თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნიდანაა. გატაცებული ნათესავებს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ კარგ პირობებში იმყოფებოდა. მას შემდეგ ოჯახის წევრები გიორგი ჭკადუას ვეღარ დაუკავშირდნენ. მათ მისი გატაცების ამბავი ტელევიზიიდან შეიტყვეს. როგორც ოჯახი აცხადებს, წლების განმავლობაში გიორგი ჭკადუა ბერძნულ სანაოსნო კომპანიებთან თანამშრომლობდა. ამჯერადაც მას მორიგი გასვლა ქონდა. შეგახსენებთ, რომ სომალელმა მეკობრეებმა გემზე 17 ფილიპინელი, 7 ბერძენი და ერთი ქართველი მეზღვაური 9 თებერვალს დაატყვევს. ამერიკული ტანკერი ქუვეითიდან აშშ-ში მიემართებოდა. ამ დროისთვის გემთან კავშირი გაწყვეტილია.