სამართალი
პარლამენტთან „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წევრები დააკავეს

     საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. თბილისში, პარლამენტის შენობასთან „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წევრები დააკავეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის წევრებმა კანცელარიის შენობასთან ასვლა სცადეს.

„ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წევრები გია კორკოტაშვილისა და გურამ ფალავანდიშვილის გამოკითხვაზე გადაყვანას აპროტესტებენ.

დაკავებულია აქციის ორი მონაწილე.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამართალდამცველების ინფორმაციით, აღნიშნული პირები უწყებაში იდენტიფიცირების მიზნით გადაიყვანეს.

ისინი აცხადებენ, რომ პოლიცია “ქართული მისიისა“ და „ქართული მარშის“ განეიტრალებას ცდილობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ხელისუფლებას მოუწოდებენ, თავი დაანებონ ლგბტ პირების მხარდაჭერას.