აქტუალური
მეტრო “თავისუფლების მოედანთან“ კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

     საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. თბილისში, მეტრო “თავისუფლების მოედანთან“ სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან ასვლას ცდილობდნენ.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ლგბტ თემის წარმომადგენლების აქცია იგეგმება, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

სამართალდამცველებს მეტროსადგურ „თავისუფლების“ გვერდით მდებარე ასასვლელთან, ასევე, ლეონიძის ქუჩაზე ინგოროყვას ქუჩის კვეთასთან გზა გადაკეტილი აქვთ. ქუჩების ნაწილი სპეციალური ჯებირებითაა ჩაკეტილი.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას ლგბტ თემის წევრთა თვითორგანიზებული ჯგუფი აანონსებს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წევრები დააკავეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის წევრებმა კანცელარიის შენობასთან ასვლა სცადეს.