აქტუალური
"ვერც გეი, ვერც მამაძაღლი და ვერც პეტრე აქ ვერაფერს ჩაატარებს... რაც მოხდება, პოლიციის ბრალი იქნება" - მამა ელიზბარი

     საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. რას იცავთ კაცო, დღეს ეს ქუჩა ეკუთვნით მართლმადიდებლებს. რაც მოხდება, პოლიციის ბრალი იქნება, - ასე მიმართა სამართალდამცველებს დეკანოზმა ელიზბარმა, რომელიც ქაშუეთის ტაძრის მიმდებარედ იმყოფებოდა.

მამა ელიზბარის თქმით, ამაღლების დღესასწაულზე ლგბტ თემის მხარდამჭერებს აქციის გამართვის უფლებას არ მისცემენ. 19:00 საათისთვის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია უნდა გაიმართოს.

ეს ქუჩა 12 საათამდე ეკუთვნის ეკლესიას, ქრისტიანულ დღესასწაულს. ვინც ჩამოვა, აქ საპასუხო პასუხს მიიღებს. ნუ იჭერთ ნურავის. პარლამენტთან ვინც მოვა, ისინი დაიჭირეთ... ვერავინ ვერ ჩაატარებს ვერც გეი, ვერც მამაძაღლი და ვერც პეტრე აქ ვერაფერს, დღეს არის მართლმადიდებლების ზეიმი, 12 საათამდე ვერავინ ვერაფერს ჩაატარებს, 12 საათის შემდეგ რაც უნდათ, ის უქნიათ, თავში ქვა უხლიათ...ის არასამთავრობოები, რომლებიც პროვოკაციას აწყობენ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, იყენებენ არატრადიციული მიმდევრების ადამიანებს, პროვოკაციაში ჩაერთონ, ესენი უნდა დაისაჯონ. აქ თუ ვინმე მართლმადიდებელს დაიჭერენ, პასუხს აგებენ არატრადიციული მიმდევრების ადამიანები და არასამთავრობოები, რომლებიც წააქეზებენ იმ ერთმუჭა ხალხს, რომელთაც არ ვერჩით, არცერთი მართლმადიდებელი არ ვერჩით არავის, წავიდნენ სადაც უნდათ, იქეიფონ, იზეიმონ, თუნდაც, მთაწმინდაზე, ეს ქუჩა დღეს მართლმადიდებლობას ეკუთვნის, - განაცხადა მამა ელიზბარმა.