უცხოეთი
ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა აშშ-ს ნატო-ს ბატალიონების გაძლიერების თხოვნით მიმართეს

     საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. ბალტიისპირეთის სამმა სახელმწიფომ, ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა ნატო-ს სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების კომპონენტის გაზრდის თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ტელეკომპანია LRT ავრცელებს.
ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯონ ბოლტონთან გამართეს.
ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული აქცენტი რეგიონის საჰაერო თავდაცვაზე გააკეთეს.
ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში ნატოს ბატალიონების განთავსების გადაწყვეტილება 2016 წლის ვარშავის სამიტზე იქნა მიღებული. ბატალიონების ფორმირება ბრიტანეთმა, გერმანიამ, აშშ-მა და კანადამ ითავეს.

1tv.ge