პუბლიკაციები
საქართველო მართლმადიდებელ საქართველოდ დარჩება - „დასავლური ღირებულებები“ ვერ გავიდა

     საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი.
2018 წლის 17 მაისი საქართველოსთვის ისტორიულ დღედ იქცა. 2018 წლის 17 მაისს, როდესაც მთელი დასავლეთი ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა, საქართველო ზეიმობდა ორ დღესასწაულს, რომლებიც შემთხვევით როდი დაემთხვა ერთმანეთს - ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 5 წლის წინ დააწესა.

ამგვარად, 2018 წლის 17 მაისს თბილისში სპონტანურად ჩატარდა საერთო-სახალხო რეფერენდუმი ერთ საკითხზე - როგორი უნდა იყოს საქართველო მომავალში? საქართველოს 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ - თბილისელებმა და საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოსულებმა - განაცხადეს, რომ საქართველი დარჩება მართლმადიდებელ საქართველოდ, და არა ჯორჯიად. მათთან სოლიდარული იყო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც გუშინ ამასთან დაკავშირებით სიხარულსა და სიამაყეს დაუფარავად გამოხატავდა.

ამიერიდან საკითხი სამუდამოდ დახურულია - დასავლეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს მოსახლეობის „დამუშავებაზე“ დახარჯული მილიარდობით დოლარისა და ევროს მიუხედავად, 2018 წლის 17 მაისს საქართველომ უარი თქვა ე.წ. „დასავლურ ღირებულებებზე“ - ერთნაირსქესიან ქორწინებაზე, იუვენალურ იუსტიციაზე, ლგბტ-ზე და „კანონიერ“ ნარკომანიაზე.

2018 წლის 17 მაისს აღმოჩნდა, რომ დასავლეთმა საქართველოში ხელისუფლების ყიდვა შეძლო, მაგრამ ქართველი ხალხი ვერ იყიდა. ყველა ჯურის პროპაგანდისტებს - ე.წ. ექსპერტებს, არასამთავრობოებს, ომბუდსმენს, პოლიტიკურ პარტიებს, ბომონდის ელიტას და უმცირესობათა სხვა დამცველებს, რომლებიც ვაშინგტონიდან და ევროკავშირიდან გრანტებს იღებენ, თავი მოეჭრათ, რადგან ყველა მათი ანგარიში ყალბი აღმოჩნდა.

გუშინდელი დღიდან ნებისმიერი დეკლარაციები „საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსზე“ აზრს კარგავს, პროექტი ჩავარდა და, როგორც ჩანს, დაიხურება.

საქინფორმი