პოლიტიკა
თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში კარგია როგორც ნატოსთვის, ისე საქართველოსთვის, რადგან ეს ქვეყნის დაცულობას ზრდის - როზარია პუგლისი

     საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ნატო სათანადო პასუხს სცემს შავ ზღვაში რუსეთს. გაზრდილი ურთიერთობები შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში არის გზა იმისა, რომ ქვეყანა ნატოში გაწევრიანების საკითხში უფრო წინ წავიდეს. საქართველო უკვე არის აქტიური წვლილის შემტანი უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ავღანეთში გყავს დიდი რაოდენობით, ნატოს ჯარისკაცების გვერდით მებრძოლი საქართველოს ჯარისკაცები.

საქართველო ასევე დაინტერესებულია, გახდეს ნატოს პარტნიორი საზღვაო ოპერაციებში. საქართველო მუშაობს, რომ მიიღოს ნატოს შესაბამისი სტანდარტების მქონე გუნდი და ჩვენ ვმუშაობთ, რომ უფრო და უფრო დავახლოვდეთ. საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში კარგია, როგორც ნატოსთვის, რომელსაც სჭირდება საქართველოს საზღვაო ძალები, ისე საქართველოსთვის, რადგან ეს ქვეყნის დაცულობას ზრდის“, – განაცხადა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როარია პუგლისიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.