აქტუალური
საქართველოს გამთლიანება და ტატუნაშვილის მკვლელობა - „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ

     საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ეს არის ჩვენი მესამე ვიზიტი, დელეგაციის შემადგენლობა იგივეა. მოსკოვში ყველა ჩვენი ვიზიტი მოემსახურება ჩვენთვის ყველაზე მთავარ საკითხს ეს არის ქვეყნის გამთლიანება. შეხვედრა იქნება სახელმწიფო დუმაში, ახლა უკვე სხვა კომიტეტების დეპუტატებთან.

ჩვენ მივდივართ მოსკოვში ძალიან ბევრ მძიმე საკითხზე სასაუბროდ. რასაკვირველია, ვაპირებთ ტატუნაშვილზე, ამ საზარელ მკვლელობაზე საუბარს, გვინდა მაქსიმალურად მოვიპოვოთ ობიექტური ინფორმაცია. ამ საზარელი მკვლელობის ირგვლივ ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაციაც ვრცელდება. ტატუნაშვილი რომ ნაწამებია, ამაში ყველა დარწმუნდა. ჩვენ სწორედ ამიტომ მივდივართ, ყველაზე საჭირბოროტო, ყველაზე მძიმე, პრობლემურ საკითხებზე ვისაუბროთ და, ბოლოს და ბოლოს, შევაჩეროთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა გამგზავრებამდე ადა მარშანიამ.

პატრიოტთა ალიანსის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია, რომელიც მოსკოვში მოგვიანებით ჩავა. დავით თარხან-მოურავი კი უკვე მოსკოვშია.