აქტუალური
იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას 86 მოწვეულიდან 33 ქვეყნის, მათ შორის - საქართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ

     საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიაზე, რომლის გადატანა თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაწყვიტეს, 86 მოწვეულიდან 33 ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, კერძოდ - ჩეხეთის, ავსტრიის, საქართველოს, უკრაინის, სერბეთის, უნგრეთის, რუმინეთის. ისრაელის მხრიდან ცერემონიას ქვეყნის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით დაესწრო. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმში ცერემონიაზე არ ჩასულა და თავისი ქალიშვილი ივანკა გაგზავნა.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გადატანის გამო ღაზას სექტორში სასტიკი მღელვარება დაიწყო. ათასობით პალესტინელი ცდილობდა საზღვართან გაღწევას, ისროდნენ ბოთლებს ცეცხლგამჩენი ნარევით, წვავდნენ საბურავებს, ქვებს უშენდნენ ისრაელელ ჯარისკაცებს, რომლებმაც პასუხად იარაღი და საკვამლე კოჭები გამოიყენეს. ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ათასობით - დაშავდა.