საზოგადოება
ზაზა გაბუნია ენერგოვაუჩერის ყველა ოჯახისთვის დარიგებას მოითხოვს

gabunia_zazaსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ავლაბარში, ქეთევან წამებულის N70-ში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

ჩვენ რამდენიმე კვირის წინათ გვქონდა შეკრება მთავრობის სხდომაზე და გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული დახმარების აქცია ჩაგვეტარებინა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ანტიინფლაციური პროცესი. ვცდილობთ, მაქსიმალური გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას ფასების ზრდისგან წარმოქმნილი პრობლემები შევუმსუბუქოთ”, - განაცხადა ნიკა გილაურმა.

ვაუჩერს საქართველოს მასშტაბით კიდევ 941 ათასი აბონენტი მიიღებს. ისინი ე.წ. აქტიურ აბონენტებს დაურიგდებათ. კერძოდ, იმ ოჯახებს, რომლებმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მინიმუმ 200 კვტ_სთ ელექტროენერგია მოიხმარეს.

ქრისტიან დემოკრატების წევრი, დეპუტატი ზაზა გაბუნია კი ენერგოვაუჩერების ყველა იჯახისთვის გადაცემას მოითხოვს.

„ მოსახლეობის აქტიურ და პასიურ მომხმარებლად დაყოფა არასწორია, ვინაიდან მოსახლეობის გარკვეული ნაწილი 200კვტ სთ ელექტროენერგიას არ მოიხმარს იმიტომ, რომ ხარჯის დასაფარად შესაფამისი რესურსი არ გააჩნია. ამასთან ერთად, ზაზა გაბუნია ხელისუფლებისგან ვაუჩერების კვარტალურად დარიგებას ითხოვს, რათა საზოგადოებამ მისი დახმარებით მართლაც შეძლოს არსებულ პრობლემებთან გამკლავება.

ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერის გაცემა გუშინ დაიწყო და 15 მარტს დასრულდება.