უცხოეთი
ავღანეთის ქალაქ ფარაჰის გარეუბნებში სამთავრობო არმიასა და „თალიბანს“ შორის ბრძოლა მიმდინარეობს

     საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ავღანეთის ქალაქ ფარაჰის გარეუბნებში სამთავრობო არმიასა და „თალიბანს“ შორის ბრძოლა მიმდინარეობს.
საბრძოლო ზონა ქალაქის ცენტრიდან ოთხ კილომეტრშია.
ქალაქის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თალიბები ძალიან სწრაფად გადაადგილდებიან და თუ მთავრობა სერიოზულ ზომებს არ მიიღებს, პროვინცია „თალიბანის“ ხელში აღმოჩნდება.
რადიკალურმა დაჯგუფებამ ქალაქზე შეტევა შუაღამისას დაიწყო და ქალაქს ცეცხლი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან გაუხსნა. საბრძოლო მოქმედებების გამო, ქალაქ ფარაჰში მაღაზიები, სკოლები და სამთავრობო შენობები დაიხურა.
ფარაჰის პროვინცია ირანის სასაზღვრო ზონაში მდებარეობს.

1tv.ge